1) რატომ ხდება მზისა და მთვარის დაბნელება?
2) რატომ ჩნდება ატმოსფეროში მირაჟი?
(მირაჟების ფოტოკოლაჟი)
3) ოპტიკური სისტემების გამოყენება სხვადასხვა ხელსაწყოებში.
2. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფში 4-5 მოსწაველეა. თემის შესწავლის პარალელურად, ერთობლივი მუშაობის შედეგად ამზადებენ საპრეზენტაციო მასალებს, პლაკატებს, ტექნიკურ საშუალებებს, ცდისთვის საჭირო მასალებს.
I ჯგუფი წარმოადგენს პროექტს „რატომ ხდება მზისა და მთვარის დბნელება?“ ამ ჯგუფის ერთ-ერთი მოსწავლე ისაუბრებს ჩრდილებისა და ნახევარჩრდილების წარმოქმნაზე და ატარებს შესაბამის ცდებს.
მეორე მოსწავლე აკეთებს ცდის შედეგებზე დაყრდნობით დასკვნას. მესამე მოსწავლე ნახაზის მიხედვით განმარტავს თუ რატომ ბნელდება მზე. მეოთხე მოსწავლე მთვარის დაბნელების სქემას განიხილავს.
ამ ჯგუფის წევრები პასუხობენ აუდიტორიის შეკითხვებს მზისა და მთვარის დაბნელებასთან დაკავშირებით.
II ჯგუფი წარმოადგენს თემას „რატომ ჩნდება ატმოსფეროში მირაჟი?“
(აჩვენებენ ატმოსფერული მირაჟების ფოტოკოლაჟს)
ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ახსნის, რატომ ჩნდება მირაჟი ბუნებაში. ჯგუფის დანარჩენი წევრები განიხილავენ კონკრეტულ მაგალითებს, თუ რატომ გვეჩვენება ესა თუ ის სხეული იქ სადაც ის არ არის. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ეკრანზე აჩვენებს გოჭი მირაჟს და ხსნის თუ რატომ ვხედავთ გოჭს იქ სადაც სინამდვილეში არ არის.
III ჯგუფის წევრები წარმოადგენენ „ოპტიკური სისტემის გამოყენებას სხვადასხვა ხელსაწყოებში“, როგორიცაა: კამერა-ობსკურა, გალილეის ტელესკოპი, კეპლერის ტელესკოპი, მიკროსკოპი.
3. მონაწილეთა ასაკი: 15-18წ. IX-XII კლასები.
4. ვადები-ხანგრძლივობა: 2010 წლის თებერვლიდან 2 თვის განმავლობაში მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად შექმნილი გეგმის შესაბამისად.
5. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და გამოყენება, მასალის მოძიება ინტერნეტიდან, დისკუსია, ფოტოები, ცდების დაგეგმვის ჩატარების და ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარება. საჭირო სქემების, პლაკატების, კოლაჟების შექმნა.
6. მოსალოდნელი შედგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მონაწილეებმა შეიძლება შექმნან ვებ-გვერდი, გამოუმუშავდებათ წიგნებიდან და ინტერნეტიდან საჭირო მასალების მოძიების უნარი. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას კლასელებთან და სხვა სკოლის მოსწავლეებთან, გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები და ისწავლიან „ისტ“-ის გამოყენებას პრეზენტაციისას.
7. სარგებელი სხვებისათვის: „ისტ“-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება გამოადგება სხვა მოსწავლეებს და მასწავლებლებს, გაუჩენს მათ სურვილს გამოიყენონ მოსწავლეთა შესაძლებლობები თავიანთ გაკვეთილებზე ან ამა თუ იმ თემის დამუშავებისას.
8. სამუშაო ენა: ქართული.
9. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: თბილისის 20-ე საჯარო სკოლა, ლესიჭინის №2 საჯარო სკოლა.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება, მათემატიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები. ბუნება VIII.9. აკვირდება და აღწერს სინათლის გავრცელებას ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში (ჩრდილის წარმოქმნა, არეკვლა, შთანთქმა, გარდატეხა, ფერებად დაშლა). მოიპოვებს ინფორმაციას სხვადასხვა ოპტიკური სისტემის (მაგ: მიკროსკოპი, ტელესკოპი) მოწყობილობებისა და განვითარების შესახებ. აანალიზებს და აკეთებს პრეზენტაციას.
11. პროექტის ფასილიტატორი: ბელა მორგოშია
12. ფასილიტატორის ელ-ფოსტა: bmorgoshia@gmail.com
13. პროექტის ფორუმი/დისკუსია: სინათლის მოვლენები
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://www.belamorgoshia.blogspot.com/
მირაჟი
შეფასება: პრეზენტაცია/ინფორმაციის მოძიება
| 4-5 ქულა |
| იყენებს მხოლოდ სახემძღვანელოს ინფორმაციას,მასალა ნაწილობრივ ორგანიზებულია. ნაწილობრივ ორგანიზებულად იყენებს მოძიებულ მასალას. |
6-7 ქულა | 8-10 ქულა |
იყენებს მხოლოდ რამდენიმე საინფორმაციო წყაროს,მასალა ორგანიზებულია,მაგრამ რთულად აღსაქმნელი,ძირითადად მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას. | იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო საშუალებებს,მასალა სრულად შეესაბამება საკითხს, მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას. |
Wynn's new casino new slot machines | DrMCD
ReplyDeleteThe 당진 출장샵 company 울산광역 출장마사지 has unveiled its latest slot machine, 군포 출장마사지 the Buffalo 시흥 출장안마 King, which will be a 60-payline slot machine featuring a classic 거제 출장마사지 Buffalo Wild